სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ფარგლებში, პარლამენტი კიდევ სამ სამუშაო ჯგუფს შექმნის. ეს ჯგუფები საარჩევნო რეფორმაზე, ანტიკორუფციულ საქმიანობაზე და ასევე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურების საკითხებზე იმუშავებს. ჯგუფებს ხვალ იურიდიული კომიტეტი შექმნის, თუმცა ამ საკითხებზე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრაზე იმსჯელა.

ოპოზიცია საარჩევნო თვალსაზრისით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ბარიერის თემა რეკომენდაციებში მოცემული არ არის და ამ საკითხის პროცესში შემოტანა არასწორია.