სამტრედიის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს საკვებად ცხენის ხორცი მიეწოდებოდათ
სამტრედიაში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს საკვებ პროდუქტად საქონლის ნაცვლად, ცხენის ხორცი მიეწოდებოდათ. ამის შესახებ ინფორმაცია „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გაავრცელა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.
თეონა ჭალიძის განცხადებით, ფაქტი 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, ოპოზიციური პარტიის წევრი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ფაქტი “მოამბეს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმაც დაუდასტურა.
ვალერი ფოცხვერიას თქმით, დარღვევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოაჩინა, რის შემდეგაც პროდუქტის მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და ის 20 000 ლარით დაჯარიმდა.