სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.