რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ახალი სამშვიდობო გეგმა – ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან რვა თვის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინა. მასში გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტა ექვსი კვირის ვადით, ისრაელელი სამხედროების ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან გაყვანა და მძევლების გათავისუფლება.
პარალელურად, მხარეებს შორის უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასი ბაიდენის ინიციატივას პოზიტიურად შეხვდა, ისრაელში კი პოზიციები არაერთგვაროვანია.
ლევან ახალაია დეტალებით.