სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ თემატურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მართავს. „მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანტიმიკრობული და ლაბორატორიული პრაქტიკა“, ასეთია ღონისძიების სახელწოდება. მიზანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების გააზრება და მათი ეფექტიანი ინტეგრაცია საქმიანობაში.

ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს, კლინიცისტებს, ინფექციონისტებს, მიკრობიოლოგებს, ლაბორატორიის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებს.