გლოვის მეხუთე დღე თურქეთსა და სირიაში – დამანგრეველ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 25 000 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნაწილს ჯერ კიდევ აქვს ნანგრევებიდან ოჯახის ცოცხალი წევრების ამოყვანის იმედი.
თითქმის განადგურებული მიწისძვრის ეპიცენტრი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. სტიქიური უბედურების ზონაში დრო და კლიმატი ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თუმცა, გადარჩენილებთან ერთად, არ ნებდებიან მაშველებიც.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე დღიდან იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და ნოდარ ჩაჩუა გიამბობთ დეტალებს ეპიცენტრიდან.