ევროკავშირის გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე, „უცხოური აგენტების“ კანონზე საპასუხოდ, გარკვეულწილად, უჩვეულოა. მას შემდეგ საქართველომ უარესიც გადაიტანა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.