ევროკავშირის გადაწყვეტილება – შეფასებები

15:09, 28.01.2025

ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს. ევროპული საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, ასევე საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს. როგორც, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების მიღებას, ასევე, ძალადობრივ რეპრესიებს.

მსგავსი