სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით

„მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას. „ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიისა და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ!“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო.

ეუთო/ოდირის დასკვნა