სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

კოლეგიამ გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოყვა.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა .

გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს.