12 წლის გოგონას დაღუპვის საქმეში ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 
12 წლის გოგონას დაღუპვის საქმეში ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის, საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

კოლეგიამ გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოყვა.

ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდება და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს. გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანი შეჯახებისას ნასვამი იყო.