სასამართლო 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეს განიხილავს

ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროკურორმა და დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საკუთარ არგუმენტებზე და სასამართლოს მათი პოზიციების გაზიარება სთხოვეს.

ბრალდება საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურის ერთ-ერთ ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.