საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა

საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა. დოკუმენტი დავით ნარმანიას მთავრობის მიერ არის შედგენილი. ამ ეტაპზე უცნობია, რა პოზიცია ექნებათ პროექტზე ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს.

ბიუჯეტზე დეპუტატები მომავალ კვირას იმსჯელებენ. დღეს კი, სხდომაზე პროცედურული საკითხები გავიდა. დაკომპლექტდა კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობა. მათ შორის დარეგისტრირდა ინიციატივა, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სტრუქტურა შეიცვალოს თბილისის საკრებულოშიც.

ანა ბროლაძე თემის დეტალებით.