თბილისის საკრებულოში ფრაქციები და მათი თავმჯდომარეები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოში ფრაქციები და მათი თავმჯდომარეები დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. საკრებულოში „ქართული ოცნება“ სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 34 წევრით დაკომპლექტდება და მას ბექა დავითულიანი უხელმძღვანელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“ და „ქართული -ოცნება კონსერვატორები“ სამ-სამი წევრით იქნებიან წარმოდგენილნი.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ნადირაძე, ხოლო, „ევროპულ საქართველოს“ გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს.

„პატრიოტთა ალიანსი“ საკრებულოში ორი წევრით არის წარმოდგენილი, შესაბამისად ფრაქციის შექმნას ვერ შეძლებს.