საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

კოვიდპასპორტების მქონე პირებისთვის რეგულაციები მსუბუქდება – საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. მათ შორის სახმელეთო გზით შემოსულ ჩვენს მოქალაქეებს, აცრის შემთხვევაში, „პისიარ-ტესტს“ აღარ მოსთხოვენ. 1-ლი დეკემბრიდან კი „მწვანე ბარათების“ ძალაში შესვლისთანავე, რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება.

რეგულაციების შემსუბუქების გეგმის ფონზე, უმძიმეს თვეებს პროგნოზირებენ ექიმები. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვაქცინაციის, პირბადის სწორი ტარებისა და დისტანციის დაცვის გარეშე, ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება და კლინიკური სექტორი ინფიცირებულების მართვას ვეღარ შეძლებს. გასულ დღე-ღამეში 64 პაციენტი გარდაიცვალა და 3 201 დაინფიცირდა.

თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.