საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

აქვთ თუ არა არჩევნების დღეს დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირად ინფორმაციაზე წვდომა, როცა ისინი ე.წ. სამაგიდო სიას აკვირდებიან და რამდენად იძლევა ეს პროცესი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, დღეს , ამ საკითხზე შვიდი პოლიტიკური პარტიისა და ორი  სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის ერთ-ერთი ავტორია ნაციონალური მოძრაობა სხვა  ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ასევე გასაჩივრდება საარჩევნო კოდექსის კიდევ ორ მუხლი, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საუბნო კომისიის წევრის დანიშვნა-არჩევის გასაჩივრების წესს ეხება.