შპს „საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ცენტრის წარმომადგენლები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს, რომლებიც არჩევნების დღეს 48 საათით ადრე და კენჭისყრის დღეს 20:00 საათამდე პერიოდში ინტერნეტმედიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც აკრძალვა არ მოქმედებს სოციალურ ქსელზე, როცა ინტერნეტსივრცე არის აბსოლუტურად თავისუფალი, ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციის მანიპულაციისგან, ინტერნეტსივრცეში ისედაც შეუძლებელი ხდება. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.