საკონსტიტუციო ცვლილებები

136 მომხრე და ხუთი წინააღმდეგი –  ასე გადანაწილდა ხმები დღეს სხდომათა დარბაზში, სადაც სულ 142 დეპუტატი დარეგისტრირდა. მათგან მხოლოდ ერთმა, ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო და საკუთარი პოზიცია ასე დააფიქსირა. ხმის მიცემას არ ესწრებოდა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“. კანონმდებლების უმრავლესობამ არჩევნების ახალი მოდელით ჩატარებას მისცა ხმა. სიტყვით გამოსვლებისას დეპუტატთა ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ღიად ისაუბრა, თუ  რატომ არ უჭერენ ცვლილებებს მხარს. თითქმის ორსაათიან სხდომაზე კანონმდებლებმა რამდენიმე საკითხის დაზუსტებაც მოითხოვეს, რაც უკვე მეორე მოსმენაზე დაკონკრეტდება. მეორე მოსმენა პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება, საბოლოო კენჭისყრა კი თვის ბოლოს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრა