საკონკურსო კომისიებმა კანდიდატურები შეარჩიეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს. კანდიდატურები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლ კაციტაძე, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე შეირჩნენ. მთავრობის მეთაური პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.