სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები

ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი პოლიტიზებულია და მასში საუბარია “„ქართული ოცნების“ რიტორიკაზე, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. კრიტიკის პარალელურად, ოპოზიცია აცხადებს, რომ ანგარიშში სწორი ანალიზია გაკეთებული რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. მმართველი გუნდი ოპოზიციის პრეტენზიას არ იღებს და ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპოლიტიკურია და უწყება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეფექტურ საქმიანობას ეწევა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში