სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშზე მსჯელობენ. სამი კომიტეტის წევრებს უწყების მუშაობის შედეგებს სუსი-ს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი აცნობს. დოკუმენტი 54-გვერდიანია, რომელშიც საუბარია გამოწვევებზე, საფრთხეებსა და გატარებულ რეფორმებზე. ანგარიშის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან, ისინი დოკუმენტის შინაარს აკრიტიკებენ.