სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება პირველ ნოემბერს ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო ინსპექტორმა გახსნეს.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას განახორციელებს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.