სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება
ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, მათ სურვილს, იყვნენ სუვერენული ქვეყანა, წლების განმავლობაში ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს.
ჯელინა პორტერმა თქვა, რომ ამ დროისთვის არ აქვს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია, „თუმცა, ორი ქვეყნის პარტნიორობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთო ხედვისთვის მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულად ინტეგრირებულ საქართველოს, როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილს“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.