სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის 2022 წლის შედეგებს აჯამებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.