სახანძრო უსაფრთხოების პრობლემა

ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა ზოგიერთი შენობის მფლობელს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირი უღირს, ბათუმის ტრაგედიამაც დაადასტურა.

აღმოჩნდა, რომ ხუთვარსკლავიან სასტუმროშიც კი, ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული არ იყო. მიზეზი საკანონმდებლო ხარვეზში შეიძლება ვეძებოთ. თუკი შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა სტანდარტებს არ შეესაბამება, სახელმწფო კანონდამრღვევს მაქსიმუმ 300 ლარით აჯარიმებს. მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები სამომავლოდ კანონის და მისი აღსრულების კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს საერთაშორისო ბრენდის და საოჯახო ტიპის სასტუმროებში.