სახალხო დამცველის განცხადებით, მაჩალიკაშვილისა და პანკისის მოსახლეობის პრეტენზიები სპეცოპერაციის თემასთან დაკავშირებით, იდენტურია

სახალხო დამცველი პანკისში ჩატარებულ შეხვედრას აჯამებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მაჩალიკაშვილისა და პანკისის მოსახლეობის პრეტენზიები სპეცოპერაციის თემასთან დაკავშირებით, იდენტურია.

ოჯახიც და საზოგადოებაც ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი კავშირის შესახებ უტყუარ ფაქტებს ითხოვს. ხეობის მუსლიმური თემის წარმომადგენლები სახალხო დამცველის ვიზიტს დადებითად აფასებენ და მსგავსი შეხვედრების განმეორების საჭიროებებზე საუბრობენ.