ნინო ლომჯარია - პანკისში განიცდიან არსებულ სტერეოტიპს, რომ ხეობაში ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ
ნინო ლომჯარია - პანკისში განიცდიან არსებულ სტერეოტიპს, რომ ხეობაში ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს პანკისში ჩატარებული შეხვედრები შეაჯამა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფთან გაიმართა, მოსახლეობის პრეტენზიები და წუხილი იდენტურია.

“მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებაში, საზოგადოებასა და მედიაში არსებობს სტერეოტიპი და სტიგმა, თითქოს ხეობაში ტერორისტები ან ტერორიზმთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და განიცდიან ამ სტერეოტიპებს. მეორე საკითხი, რაც გამოიკვეთა ესაა, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ ცალკეულ ჯგუფებს ხვდებიან და არა მთლიანად ხეობის მოსახლეობას”,-  აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საუბარი ყველა შეხვედრაზე შეეხო მაჩალიკაშვილისა და სპეცოპერაციის თემას.

“ოჯახიც და საზოგადოებაც ითხოვს, ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირის შესახებ უტყუარ ფაქტებს, რომელიც არსებულ ეჭვებს დასაბუთებულ პასუხს გასცემს”,- აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ხეობის მუსლიმური თემის წამომადგენელმა მუსა პანკისელმა სახალხო დამცველთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც იქნება ასეთი შეხვედრები საჭირო, რათა დაინგრეს ხეობის შესახებ არსებული სტერეოტიპები.