საკანონმდებლო ინიციატივა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს კომიტეტის გასვლით სხდომაზე იმსჯელებენ. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საკითხს კომიტეტის წევრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე გააცნობს, საკანონმდებლო წინადადება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.