საჩოგბურთო სამყარო დიდი სლემის ტურნირისთვის ემზადება. 22 მაისიდან სტარტს საფრანგეთის ღია პირველობა აიღებს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნილი ტურნირი წელს 126-ედ გაიმართება, 1891 წლიდან დღემდე, გარდა მეორე მსოფლიო ომის წლებისა, როლან გაროსი ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის ღია პირველობა ერთადერთი დიდი სლემის ტურნირია, რომელსაც თიხის საფარიან კორტზე თამაშობენ, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ტურნირი ქვიშის საფარიან კორტზე ტარდებოდა. როლან გაროსზე წესები და ფორმატი წლების განმავლობაში იცვლებოდა, ტურნირზე ჩოგბურთის ისტორიაში გამორჩეული არაერთი მატჩი ჩატარდა და ასევე არაერთი ვარსკვლავის სადებიუტო ჩემპიონობა სწორედ როლან გაროსის სახელს უკავშირდება. მიმდინარე წელსაც, საფრანგეთის ღია პირველობა არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებს.
ტაიმაუტი