საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან – 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბარია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა პრობლემები: აღკვეთის ღონისძიებების, სათანადო სასამართლო კონტროლის, ოჯახური დანაშაულების, სასამართლოს ღიაობისა და გამჭვირვალობის, ასევე გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების მიმართულებებით.