საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ყაზახეთში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, აეროპორტში ჩარჩენილ კიდევ სამ მოქალაქეს კი, სასტუმროში განათავსებს საკონსულო. საქართველოს წარმომადგენლობა ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, მოქალაქეები „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, უახლოეს მომავალში მათი სამშობლოში დასაბრუნებლად.