ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრიც: „ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.