საგამოძიებო მოქმედებები საავტორო უფლებათა ასოციაციაში

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული – გიგა კობალაძე გამოძიების შეკითხვებს ორშაბათს გასცემს პასუხს. მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ავტორ-შემსრულებლები და ასოციაციის ხელმძღვანელს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ისინი კუთვნილი ჰონორარების მიღებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში ჩხრეკა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამოღებულია ოფისში არსებული დოკუმენტაცია. ასოციაციის თავმჯდომარე გამოძიებას მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.