რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები ვარკეთილში, სადაც სამართალდამცველებს სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ყვითელი ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული. მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალიც.
რა მოხდა ადგილზე და არიან თუ არა დაშავებულები, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვარკეთილში მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი და საუბარს ახლა შალვა სუმბაძე განაგრძობს.