ძებნის მეექვსე დღე. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს ამ წუთებშიც ეძებენ. დაკითხულია ბადრი ესებუას ოჯახის რამდენიმე წევრი, გაჩხრეკილია ბრალდებულისა და მისი ნათესავების სახლები. ესებუას მამა თავდასხმასთან შვილის კავშირს უარყოფს და მის ადგილსამყოფლად თბილისს ასახელებს.
ტარიელ ესებუას მონაყოლის მიხედვით, მამა-შვილს შორის ბოლოს კომუნიკაცია 21 ოქტომბერს შედგა. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და რომელიც ბოლოს ოთხმა მძევალმა კირცხის ტყესთან დატოვა, 32 წლის ბადრი ესებუაა.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს ზუგდიდში – თუ არის სიახლე დღის ბოლოს?