საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:03, 02.07.2025

ზუსტად ერთ საათში საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოუსმენენ – ის დისტანციურად ჩაერთვება და ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხებს. თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მისი მხრიდან სხდომის ჩაშლას ადგილი არ ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად. საპასუხოდ, გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ჩნდება განცდა, რომ მათ თავად არ შექმნან ჩართვის დროს ტექნიკური პრობლემა.

მსგავსი