საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

შეიქმნება თუ არა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია – ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში შეეცდებიან, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ და მშვიდობიან დისკომფორტს შეუქმნიან.

საჭირო ხმების მოგროვების მიზნით ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს პარლამენტში სიარულისკენ მოუწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპონენტების მიზანი არა სასამართლო სისტემის პროგრესი, არამედ მისი დისკრედიტაციაა.