ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტის სხდომაზე ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილავენ. „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს. საკითხის მომხსენებლის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და დაადგინეს, თუ ვინ დგას ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. მმართველი გუნდი კი მიმდებარე გამოძიების პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
როგორია მხარეთა პოზიციები, მანანა დევაძე გაგვაცნობს.