საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, დღის წესრიგში სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩასვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია ხდება. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი და ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანია, სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვა.