საქართველოს ორი მოქალაქე უხანიდან საფრანგეთშია გადაყვანილი. თვითმფრინავის ბორტზე სულ 250 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის საფრანგეთის 64 მოქალაქეა, დანარჩენები კი სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანიეს ბიუზენმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.