ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კობა გვენეტაძე 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პანდემიის პერიოდში შეიცვალა ეკონომიკური რეალობა და 2021 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც. ამიტომ მმართველი პარტიის დეპუტატებს კითხვები ინფლაციის მაჩვენებელთან, ლარის კურსთან, ეროვნული ბანკის რეზერვებთან და მოსახლეობის დანაზოგებთან დაკავშირებით ექნებათ.