საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მოუსმინოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს კომიტეტზე მოუსმინოს. თუმცა, როდის ჩაინიშნება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემაც გამოთქვა სურვილი, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ მივიდეს და დეპუტატებს საკუთარი პოზიცია ტრიბუნიდან გააცნოს.

პარლამენტიდან ხაზარაძე კონკრეტულ შეთავაზებას უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში გამოცხადებას ითხოვს. „ევროპულმა საქართველომ“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წერილობით უკვე მიმართა. მივა თუ არა კობა გვენეტაძე პარლამენტში, გუშინდელი დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.