იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა.
ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები. ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.