საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

თბილისში, „ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის“ კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში, რომელშიც 16-წლამდე სპორტსმენები მონაწილეობენ. მთავარი პრიზებისთვის ვაჟთა და ქალთა შორის 13 ქვეყნის 110-მდე ჩოგბურთელი იბრძვის. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება – 14  და 16 წლამდელებს შორის.

გათამაშებაში ასპარეზობენ საქართველოში არსებული საჩოგბურთო კლუბების სპორტსმენები. ტურნირის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და „ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემია“.