საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. ისაუბრეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, მარიამ ქვრივიშვილი აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმს დაესწრო. შეხვედრა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.