„შემოდგომის თბილისი“ იწყება – ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებული და 32-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის წლევანდელი სტუმრები ქართველი და უცხოელი სოლისტები და ანსამბლები იქნებიან. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა კამერული, სიმფონიური და საგუნდო კონცერტებისგან შედგება. დაგეგმილია ახალი ნაწარმოების პრემიერაც.