მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ ასევე გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რომელიც მოქმედია სამი წლის ვადით. სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. „საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა,“ – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.