საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ღონისძიება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს. მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.