„აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში – გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ – თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გახსნა.
ირაკლი შოთაძემ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და განხილვის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივებით.