საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კერძო სექტორის ჩართულობაზე მსჯელობენ. გაიმართება დისკუსია, თუ რა როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებსა და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად.
კონფერენცია გაერო-ს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით და ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით იმართება.